logo

TMA INTERNATIONAL STUDENTS CONFERENCE

IMPROVING THE CLINICAL REASONING TO IMPROVE PATIENT SAFETY

21st – 22nd of December

Main Content

შესავალი

თითოეული მედიკოსის მთავარი მიზანია პრაქტიკაში შეძლოს  სამედიცინო ცოდნის გამოყენება და პაციენტის  სიცოცხლის გადასარჩენად  დიაგნოზის სწორად დასმა. პაციენტის მოვლა კომპლექსური პროცესია და, რა თქმა უნდა, მას რიგი პრობლემებიც  ახლავს თან. როგორც  ექიმები, ასევე პაციენტები ეყრდნობიან ზუსტ დიაგნოსტირებას დაავადების სწორად განსაზღვრისა და მკურნალობის შესაბამისი გეგმის შესამუშავებლად არასწორი დიაგნოზის საფრთხეებისა და დანაკარგების გათვალისწინებით. დიაგნოზის ზუსტად დადგენის პროცესის გაუმჯობესება  პაციენტის უსაფრთხოებისთვის მთელ რიგ სირთულეებსა და პრობლემებს უკავშირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, რამდენიმე ქვეყანამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით  მკურნალობის პროცესში ზიანი მიადგა პაციენტთა მნიშვნელოვან რაოდენობას. მათ შორის იყო შეუქცევადი პროცესები,  ასევე დაფიქსირდა პაციენტთა გარდაცვალების ფაქტიც.
ცნობილია, რომ 10 ჰოსპიტალიზებული პაციენტიდან ზიანი მიადგა ერთ პაციენტს, და მათგან მხოლოდ 50% ექვემდებარება პრევენციას.
ახალ  კვლევაზე (WHO 2017)  დაყრდნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო შეცდომები მესამეა სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზთა შორის. გაერთიანებულ სამეფოში კი არსებობს მოსაზრება, რომ საშუალოდ ყოველ 35 წამში  პაციენტისთვის ზიანის მიყენების ერთი შემთხვევა მაინც ფიქსირდება. არსებობს კვლევები, რომლებიც ხაზს უსვამს პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კლინიკური  და კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას. შედეგები აჩვენებს, რომ გაუმჯობესებული კლინიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს მისთვის ზიანის მიყენებას. ჯანმრთელობაზე მზრუნველი პროფესიონალები მზად უნდა იყვნენ მიიღონ მოქნილი გადაწყვეტილება და, ამასთანავე, ჩაუტარონ პაციენტებს უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის  მკურნალობა. ეს, ძირითადად დამოკიდებულია აზროვნებაზე, კრიტიკულ მსჯელობასა და სწორად განსჯის უნარზე, რაც შეიძლება გამოცდილების არქონის გამო შეზღუდული იყოს (Benner, Hughes, & Sutphen, 2008). Simmons-ის აზრით (2010, p. 1155), „კლინიკური მსჯელობა არის რთული შემეცნებითი პროცესი, რომელიც იყენებს ფორმალური და არაფორმალური აზროვნების სტრატეგიებს პაციენტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის ".
კონფერენციაზე ჩვენ ვიმსჯელებთ კრიტიკული მსჯელობისა და კლინიკური აზროვნების ცნებებზე და როგორი დადებითი ეფექტი და გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას პაციენტის უსაფრთხოებაზე.

ცნობარი
Improving Diagnostic Reasoning to Improve Patient Safety
     By MD; Alvin Rajkomar, MD; Gurpreet Dhaliwal
     Published online, summer 2011.
http://www.who.int/patientsafety/en/